skip to: page content | links on this page | site navigation | footer (site information)

 

Utility Link | Utility Link | Utility Link

subglobal1 link | subglobal1 link | subglobal1 link | subglobal1 link | subglobal1 link | subglobal1 link | subglobal1 link

subglobal2 link | subglobal2 link | subglobal2 link | subglobal2 link | subglobal2 link | subglobal2 link | subglobal2 link

subglobal3 link | subglobal3 link | subglobal3 link | subglobal3 link | subglobal3 link | subglobal3 link | subglobal3 link

subglobal4 link | subglobal4 link | subglobal4 link | subglobal4 link | subglobal4 link | subglobal4 link | subglobal4 link

subglobal5 link | subglobal5 link | subglobal5 link | subglobal5 link | subglobal5 link | subglobal5 link | subglobal5 link

subglobal6 link | subglobal6 link | subglobal6 link | subglobal6 link | subglobal6 link | subglobal6 link | subglobal6 link

subglobal7 link | subglobal7 link | subglobal7 link | subglobal7 link | subglobal7 link | subglobal7 link | subglobal7 link

subglobal8 link | subglobal8 link | subglobal8 link | subglobal8 link | subglobal8 link | subglobal8 link | subglobal8 link

სერგი ავალიანი

 

მოკლე ინფორმაცია

სერგი ავალიანმა შეიმუშავა ფსევდოაბსოლუტურის თეორია, რომლის საფუძველზეც სრულიად ახლებურად ახსნა ადამიანის სულიერი სამყარო (შემეცნება, აზროვნება, აზრის გადაცემა, ღირებულება). მან ჩამოაყალიბა დაკვირვებადობის პრინციპის ახალი (გნოსეოლოგიური) ინტერპრეტაცია, რის საფუძველზეც ერთმანეთისაგან გამიჯნა ცოდნა და რწმენა, მეცნიერება და მეტაფიზიკა, უარყო მეტაფიზიკური ფილოსოფიის შესაძლებლობა ფილოსოფიის მეცნიერულობაზე დამყარებით. ამ პრინციპის მისეული ინტერპრეტაციის საფუძველზე შემოიტანა მეცნიერული ონტოლოგიის ცნება, რომელიც აბსოლუტური არსების ანუ სუბსტანციური არსის შესახებ მეცნიერებას წარმოადგენს. ჭეშმარიტი ონტოლოგია მხოლოდ და მხოლოდ მონისტური შეიძლება იყოს, რომელიც საბოლოოდ, ფილოსოფიურ თეოლოგიას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მან ერთმანეთისაგან განასხვავა ფილოსოფიური და რელიგიური თეოლოგია, რომელთაგან პირველი მეცნიერულ ონტოლოგიასთან გააიგივა. ს.ავალიანმა დააფუძნა ბუნებრივი თეოლოგიის განსხვავებული კონცეფცია, რომლის საგანია ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიური ანალიზის საფუძველზე ღმერთის არსებობის დასაბუთება. მან სცადა სიცოცხლის არსების ტელეოლოგიური და ვიტალისტური ახსნა, ააღორძინა ანთროპოცენტრიზმის თეორია; მისი აზრით კრეაციონიზმი, ტელეოლოგია და ანთროპოცენტრიზმი ერთიანი ფილოსოფიური მოძღვრებაა, რომელთა განცალკევება თითოეულ მათგანს აზრს უკარგავს.

საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 1995 წლის 22 ნოემბერს, ხოლო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა 1995 წლის 30 ნოემბერს. აკადემიის დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა იმ კრიზისული ვითარების დაძლევა, რომელიც იმ დროს კულტურისა და მეცნიერების, მათ შორის ფილოსოფიის, სფეროში არსებობდა. დამფუძნებელმა კრებამ აკადემიის პრეზიდენტად აირჩია პროფ. სერგი ავალიანი, რომელიც დღემდე ამ აკადემიას ხელმძღვანელობს. ამჟამად ფილოსოფიურ აკადემიაში არსებობს 9 განყოფილება და აერთიანებს 30 აკადემიკოსს, მათ შორის ერთ უცხოელ წევრს.

 

აკადემიას აქვს ყოველწლიური საგამომცემლო ორგანო "ფილოსოფიური ძიებანი" (რედ. .ავალიანი), რომლის XX ტომი 2016 წელს დაიბეჭდა. მასში იბეჭდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების ნაშრომები. 1998 წლიდან ეს აკადემია და მისი შემადგენლობა ფიგურირებს "ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების საერთაშორისო ცნობარის" (Bowling-Green University) ყოველწლიურ გამოცემაში.

 

პროფ. ს.ავალიანი სხვადასხვა დროს დააჯილდოვეს: ღირსების ორდენით, ოქროს მედლით, ივ.ჯავახიშვილის მედლით, ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდებით და მედლით, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდებით. იგი არჩეულია მრავალი უცხოური ფილოსოფიური საზოგადოების წევრად ან საპატიო წევრად. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი არჩევა „XXI საუკუნის 2000 გამოჩენილი „ინტელექტუალის“ (კემბრიჯი, ინგლისი) წევრად. 2008 წელს გადაუხადეს 80 წლის იუბილე და გამოსცეს კრებული „ფილოსოფიის კლასიკური და თანამედროვე პრობლემები“; თბილისი, 2009